Thursday, July 10, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ა. ს. პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა.



პროექტის მთავარი თემა: პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ვაწვდი ინფორმაციას პუშკინის შემოქმედებაზე.

ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით და მისი თარგმნა.



პროექტის მიზანი: მოსწავლემ უნდა გადმოსცეს ინფორმაცია პოეტის ცხოვრებასა მოღვაწეობაზე. ინტერნეტის საშუალებით მოიპოვოს მასალა.

მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.

ხანგრძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ეძებენ ინფორმაციას პოეტის შესახებ. ეცნობიან საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურულ ურთიერთობას ინფორმაციის თარგმნა ქართულიდან რუსულზე რაც ნეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. აითვისებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, წიგნი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა1  შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე, ვყოფ კლასს და ვირჩევთ ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.

აქტივობა 2. ჯგუფებს ეძლევა დავალება; მოიძიონ ინფორმაცია პუშკინის შესახებ

აქტივობა 3. მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას, ფოტოებს, ლექსებს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

აქტივობა 4 მოსწავლეები თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ ერთმანეთს გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია, კარგი გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში პრეზენტაციის დროს.

აქტივობა 5 პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის მეტყველების უნარ-ჩვევები, რაც ახდენს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას..

საგნებთან კავშირი; ქართული, ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი იური სიხარულიძე.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა; iurisixarulidze55@gmail.com